LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება ადამიანი არახამიასკენ იყო? ეს არის ამათი მორალი – რაც ივანიშვილთან დაკავშირებით ხდება, ჯოჯოხეთია – ხაინდრავა „TV პირველს“ დაუპირისპირდა

238
გოგა ხაინდრავა

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საქართველოს ირგვლივ ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ იმ დეპუტატებს, რომლებმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, ევროპულ ფასეულობებთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

მისივე თქმით, ევროკავშირი დღეს დიდი გამოცდის წინაშე დგას და რამდენად შეძლებს ამ გამოცდის ჩაბარებას, სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული ევროპული გაერთიანების მომავალიც. ხაინდარავა ყოფილი პრემიერისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ რაც ივანიშვილის თავს ხდება, ჯოჯოხეთია.

„რაც ხდება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, არის ჯოჯოხეთი და ამის მომსწრენი ვართ ყველანი. მინდა ვუთხრა ამათ („TV პირველს“) ჯოჯოხეთში ცხოვრობენ და ჯოჯოხეთში აცხოვრებენ ხალხს.

შეიძლება ადამიანი არახამიასკენ იყო? ეს არის ამათი მორალი. Suisse-სა და ევროპარლამენტში არიან მოკალათებულები.“– განაცხადა ხაინდრავამ და „TV პირველს“ კუთვნილი მიკროფონი მაგიდიდან გადააგდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები