პოტკასტში „ირინასეპიზოდი“ იუმორისტი თემო მჟავია მისი ცხოვრების რთულ პპერიოდ იხსენებს.
მან გულახდილად ისაუბრა მის ცხოვრებაში პოპულარობის მძიმე შედეგებსა და ავარიაზე, რომელიც „სამყარომ მას გამოსასწორებლად გამოუგზავნა“.
„დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ „დავიკარგე“.
დავკარგე შინაგანი სამყარო, რაღაც პერიოდი დავკარგე ოჯახის წევრები. ცალკე გადავედი საცხოვრებლად. მათთან კავშირი აღარ მქონდა. თავიდან ყველაფერი ალკოჰოლით დაიწყო, მერე მარიხუანა შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში. ძალიან ბევრი წელი ვიყავი მომხმარებელი.
ისე ვიყავი, რომ ვერ ვხვდებოდი, რეალობა სად იყო. ჩემი აზრით, ფხიზელმა რომ გაიგო, სად არის რეალობა, ისიც რთულია და სად არის ილუზია და მით უფრო, რთულია, როდესაც ილუზიაში ხარ.
ბევრი რამ დავაშავე. დავუშავე საკუთარ სულს და სხეულს. ადამიანებისთვის ცუდი არ გამიკეთებია. ახლა ვხვდები, ჩემ თავს რომ ვუშავებდი, როგორ ტკიოდათ ჩემ მშობლებს,
მერე იყო ავარია…
ჩვენ ხომ სამყაროს შვილები ვართ და ეს ავარია მშობელმა გამომიგზავნა, სადაც მოხდა ჩემი დამსხვრევა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნებობით“, – ამბობს თემო მჟავია.
