LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება უკან წავიღოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია, შეიძლება DCFTA-ს შეთანხმებას გადავხედოთ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი და შეიძლება ეს გავყინოთ – ეს არის შესაძლებლობები“ – ევროკომისარი მარტა კოსი

111
მარტა კოსი

„მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ“, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსიმ „რადიო თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ევროკომისარი მარტა კოსი კითხვაზე: განიხილება თუ არა საქართველოს მთავრობასთან კონტაქტების აღდგენა – „ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ – უნდა ვიფრთხილოთ, შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, დაბალი რანგით დავიწყოთ“

რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორ რიკარდ იოზვიაკთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა აღნიშნა, რომ არსებობს შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გადახედვა. მისივე თქმით, შესაძლოა „საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაიყინოს“.

„შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან, ეს არის შესაძლებლობები.

მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. [ქართველი] ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება. დიახ, ჩვენ ვცადეთ ეს [და არ გამოგვივიდა], მაგრამ არიან ცალკეული წევრი ქვეყნები, რომელთაც შემოიღეს ინდივიდუალური სანქციები“, – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსიმ „რადიო თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g