LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება მე ვგრძნობდე კაცის ჩრდილს, რომელმაც 2 ოქტომბერს დილით მოცოცხა? ცოცხი თქვენი სიმბოლოა – თეა წულუკიანი (ვიდეო)

350
თეა წულუკიანი

ბატონი კახიძე  გამოვიდა და თქვა, რომ მე ვგრძნობ ადეიშვილის ჩრდილს. შეიძლება მე ვგრძნობდე კაცის ჩრდილს, რომელმაც 2 ოქტომბერს დილით მოცოცხა? ცოცხი არის თქვენი სიმბოლო,”- ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან “ევროპული საქართველოს” ლიდერებს.

თეა წულუკიანის თქმით, იუტიციის სამინიტროს ფუნქცია ჰქონდა დაკარგული, რაგდან ის ბიზნეს ატერორებდა, მისი მინიტრობის პერიოდში კი მას კანონების წერის ფუნქცია დაუბრუნდა.

თეა წულუკიანი პარლამენტში გამოსვლისას ასევე შეეხეო ვანო მერაბიშვილის საქმეს. მისი განცხადებით, ვანო მერაბიშვილს მისი თანაგუნდელები ატყუებენ, როდესაც მას ციხიდან გამოყვანას პირდებიან.

“რატომ ეძახით ადეიშვილს ჭკვიანს და ვანოს სულელს? აუხსენით ვანოს, რომ მის წინაშე არ ხართ მართლები. ვანოა თუ ჰიტლერი, პატიმარი პატიმარია და მისი მოტყუება არ არის კარგი, კაცური, ადამიანური და მორალური საქციელი.  სად არის ვანო, გამოვიდა? რატომ ატყუებთ? თუ გამოვიდა და გამომეპარა? ნუ ატყუებთ პატიმრებს, ვინც არ უნდა იყოს ის,” – განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას.

 

 

magti 5g