“Porcelanosa”-ს წვეულებაზე ცნობილი რუსი წარმოშობის მოდელი ირინა შეიკი “ვერსაჩეს” თეთრი, ელეგანტური პიჯაკითა და შარვლით მივიდა. მოდელს პიჯაკის ქვეშ არაფერი ეცვა, რამაც წვეულების სხვა სტუმრებისა და ფოტოგრაფების დიდი ინტერესი გამოიწვია.
თეთრი სამოსი ხაზს უსვამდა შეიკის რუჯს, რომელიც მოდელმა იტალიაში ორკვირიანი დასვენებისას მიიღო.
29 წლის ირინა შეიკმა იტალიის სანაპიროებზე საკუთარი შვებულება 40 წლის მსახიობ ბრედლი კუპერთან ერთად გაატარა. მედიის ინფორმაციით, კუპერმა შეიკს ცოლობა სწორედ ერთ-ერთ იტალიურ კურორტზე სთხოვა.