LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიქმნება საჩხერის ალტერნატული მოდელი, გამოჩნდება, რომ მოქალაქისთვის თევზის მიწოდებას ანკესის მიწოდება ჯობია – ხუხაშვილი

127
წ

ექსპერტი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძისა და თემურ ჭყონიას წამოწყებას, წალენჯიხაში გადავიდნენ და იქ განაგრძონ საქმიანობა, მიესალმება.

„ძალიან მახარებს ხაზარაძის და ჭყონიას სურვილი წალენჯიხასგან შექმნან გარკვეული მოდელი, თუ როგორ და რა სახით შეიძლება განვითარდეს მთელი ქვეყანა და აი რატომ:

1. გამოჩნდება, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ორივე ძირითადი სიკეთის მოპოვება ყველასთვის – კეთილდღეობის და თავისუფლების.

2. ხელისუფლება იძულებული გახდება ფეხი აუწყოს განვითარებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში კონტრასტი პოლიტიკური კრახით დასრულდება პირველივე არჩევნებზე.

3. შეიქმნება საჩხერის ალტერნატული მოდელი. გამოჩნდება, რომ მოქალაქისთვის თევზის მიწოდებას ანკესის მიწოდება ჯობია, რადგან მუდმივად სხვისი ხელის შემყურე მუცელს ივსებ, მაგრამ კარგავ ღირსებას“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 3 ნოემბერს ზუგდიდში გამართულ აქციაზე,  მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წალენჯიხაში გადასახლებასა და ბინის ყიდვას გეგმავს. დღეს „ლელოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ ბიზნესმენი თემურ ჭყონია წალენჯიხასთან დაკავშირებით მის გეგმებს იზიარებს.

„წერილი მომწერა, რომ ისიც წალენჯიხაში მოდის“. – დაწერა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები