LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე იქნებიან პასუხისმგებელნი“ – შს მინისტრმა არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებისთვის ბრძანება გამოსცა

159
ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ბრძანება გამოსცა.

ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე.

„არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, საჭიროებისამებრ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება.

ბრძანება პოლიციელებს ავალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი. დაუშვებელია, სამართალდამცველის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად“, – ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც…

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g