LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეისხით ფრთები და როცა არ გაფასებენ, გაეცალეთ“ – ჯენიფერ ლოპესის მესიჯი უახლესი სინგლით

290
pagedf

51 წლის პოპ-ვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესმა სულ ცოტა ხნის წინ კომპოზიციაზე In The Morning გადაღებული კლიპი გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ  კომპოზიცია მომღერლის მომავალი ალბომის სინგლია, რომლის გამოშვებაც 2021 წელს იგეგმება.

კლიპის ნაწყვეტი ჯეი ლომ ინსტაგრამზე გაავრცელა და მას საკმაოდ ფილოსოფიური ახსნა-განმარტებაც მოაყოლა:

„ეს კლიპი ბნელი და ცალმხრივი ურთიერთობის შესახებაა, როდესაც  სხვისი შეცვლა არ შეგიძლია, მხოლოდ საკუთარი თავი უნდა შეცვლაო, ფრთები უნდა შეისხა და როცა არ გაფასებენ, უნდა გაეცალო“, – წერს  ლოპესი.

„თუ გიყვარვარ, ეს დილით მითხარი და არა საღამოს, როცა ჩემი სხეული მოგინდება“, – მღერის ვარსკვლავი უახლეს სინგლში.

View this post on Instagram

 

A post shared by Jennifer Lopez (@jlo)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები