ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მედიაში შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, 4 ნოემბრიდან შესაძლებელია, ავტობუსითა და სამარშრუტო ტაქსით გადაადგილება შეიზღუდოს და ასევე გაჩერდეს მეტრო.
“ფორტუნა” ინფორმაციის გადასამოწმებლად თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა, სადაც გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.
როგორც პრესსამსახურში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მითითება არ მიუღიათ.