LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეჯახების ტესტებისთვის საჭიროა მანეკენები გასუქდნენ და დაბერდნენ (ვიდეო)

42

მეცნიერებმა მანეკენები თანამედროვე ამერიკელებთან შეუსაბამობაში ”დაადანაშაულეს”, მანეკენები უნდა ”დაბერდნენ” და ”გასუქდნენ” – ამ დასკვნამდე მიჩიგანის უნივერსიტეტის საავტომობილო მედიცინის საერთაშორისო ცენტრი მივიდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი მანეკენები თანამედროვე ამერიკელებს არაფრით ჰგვანან.

როგორც სპეციალისტები აღნიშანვენ, ამერიკის მოსახლეობა სულ უფრო ასაკოვანი და მძიმე ხდება, რასაც ქრაშ-ტესტების ჩატარებისას არ ითვალისწინებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებიც დღეს საგზაო შემთხვევებში ხვდებიან, ხშირად ძალიან განსხვავდებიან თოჯინებისგან.

საინტერესოა 2013 წელს ბერკლის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევაც, რომელმაც აჩვენა, რომ ჭარბწონიანი ადამიანების 78% ავარიისას დიდი რისკის ქვეშ ექცევა.

მიჩიგანის უნივერსიტეტში კომპანია Humanetic-ის მხარდაჭერით დღეისათვის ”სწორი” მანეკენები შეიმუშავეს. კერძოდ, 122 კილოგრამია თოჯინა, რომელიც თითქმის 50 კილოგრამით მძიმეა სტანდარტულ მანეკენთან შეადრებით. გარდა ამისა, დამზადდა მანეკენიც, რომლიც 70 წლის ქალბატონის იმიტირებას ახდენს, სადაც გათვალისწინებულია ასაკობრივად სხეულისთვის დამახასიათებელი ცვლილებებიც.

როდის ჩატარდება სრულმასშტაბიანი ქრაშ-ტესტები ”თანამედროვე” მანეკენების გამოყენებით – უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები