LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემდეგი კვირიდან გავალთ რეგიონებში, ამას, ერთგვარად შეიძლება ვუწოდოთ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის: მამუკა მდინარაძე

83
Untitled design (3)

“მმართველი პარტიის ხელმძღვანელები შემდეგი კვირიდან გავალთ რეგიონებში, მათ შორის შეიძლება ერთგვარად დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც.” – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით სხდომაზე განიხილეს პოლიტიკური საკითხები და ასევე იმსჯელეს რეგიონებში გასვლის საკითხზე:

“უმრავლესობის სხდომა ძირითადად შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენ ვილაპარაკეთ მიმდინარე საკითხებზე, რეგიონებზეც და ამ ჭრილში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელები შემდეგი კვირიდან გავალთ რეგიონებში, მათ შორის შეიძლება ერთგვარად დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც კი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.” – თქვა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, თითქმის ყველა რეგიონში, 2 თვის განმავლოაბში შეხვედრები გაიმართება.

მდინარაძე ევროპარლამენტარების განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ სანქციების საკითხი ტყუილია:

“პირდაპირ გეტყვით, რომ ეს სანქციების საკითხი არის ტყუილი.” – თქვა უმრავლესობის წევრმა.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ოფისთან, პოლიტსაბჭოს სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, სამართალდამცველებმა შეკრებილი აქტივისტები დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g