LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემიძლია ხმელი ლობიოს სწორად მომზადების წესი შემოგთავაზოთ“ – დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი

816
asmatkevlishvili

დიეტოლოგმა ასმათ კევლიშვილმა რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „პულსი“ ლობიოს სასარგებლო თვისებებზე ისაუბრა. მან ასევე ლობიოს მომზადების წესი გაუზიარა მსმენელს:

„შემიძლია ხმელი ლობიოს სწორად მომზადების წესი შემოგთავაზოთ. ალბათ იცით, რომ პოპულარული ლობიო უხვად შეიცავს შარდმჟავა მარილებს, თუმცა შინდის წყალობით მათი განეიტრალებაც შეიძლება. პირველ რიგში, ლობიო უნდა ჩავალბოთ წყალში 24 საათით და რამდენჯერმე გამოვუცვალოთ წყალი ფიტინის მჟავების გასანეიტრალებლად, მერე კი, დოლბანდში გამოკრული შინდის კერკით მოვხარშოთ. ამასთანავე, შარდმჟავა მარილებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ითვლება ნიახურიც, რომელიც ძალიან უხდება ლობიოს“-ამბობს ასმათ კევლიშვილი.

რატომა არის შინდის მირთმევა აუცილებელი ზამთრის სეზონზე – დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი შინდის სასარგებლო თვისებებზე გადაცემაში ,,პულსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g