LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახური იანვრის უქმე დღეებში ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

106
შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 24 დეკემბრის №441 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი და 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეებში გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.

აღნიშნულ დღეებში 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებაზე არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 3 იანვარს, 6 იანვარს და 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები.

ამასთან, 2025 წლის 6 იანვარს და 8 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს – 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან მიწეროთ უწყებას ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g