LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

125
12

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ექსპერტთან, თინა თაამთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ხელს უწყობს საგადასახადო ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარებას.

ამასთან, შეხვედრაზე ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა თინა თაამს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და დაგეგმილ შეხვედრებში წარმატებები უსურვა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ვიზიტი ორი კვირა გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში, ის შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრებს გამართავს.

magti 5g