LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსულ ადამიანთა მონიტორინგისა და ზედამხედველობის მიზნით, გავაჟღერეთ რეკომენდაციები, რომლებიც შესაძლოა, ძალაში ორი კვირის შემდეგ შევიდეს: გამყრელიძე

76
ამირან გამყრელიძე

“რისკები მაქსიმალურად უნდა გადავაზღვიოთ, ყველა შემოსულ ადამიანზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ კონტროლში იგულისხმება ორჯერადად აცრის შემდეგ “პისიარ” ტესტის ჩატარება, ასევე, ჩამოსვლიდან მესამე დღეს “პისიარ” ტესტის გაკეთება.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს საკოორდინაციო საბჭოზე იმ რეკომენდაციებზე ისაუბრეს, რომლებიც შესაძლოა, ძალაში ორი კვირის შემდეგ შევიდეს.

მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციები უკავშირდება შემოსულ ადამიანთა მეტ მონიტორინგსა და ზედამხედველობას, რათა დაინიფიცირებული ადამიანების ქვეყანაში შემოსვლის რისკები მინიმუმამდე შემცირდეს:

“დღეს საბჭოზე გავაჟღერეთ სხვა რეკომენდაციები, რომლებიც შესაძლებელია, რომ ორი კვირის შემდეგ შევიდეს ძალაში. წინასწარ ვერ ვისაუბრებ, რა რეკომენდაციებია ესენი. თუმცა ეს ყველაფერი ეხება შემოსულ ადამიანთა მეტ მონიტორინგსა და ზედამხედველობას, რათა დაინიფიცირებული ადამიანების ქვეყანაში შემოსვლის რისკები მინიმუმამდე შემცირდეს, ან თუ შემოვიდა, დროულად იქნას იდენტიფიცრებული და იზოლირებული.

გასაგებია, რომ იხსნება საზღვრები, ტურისტული სეზონი იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, მომავალი ეპიდაფეთქების რისკი მაქსიმალურად უნდა გადავაზღვიოთ.” – თქვა გამყრელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g