“მოხდა გარკვეული ინციდენტი, რაზეც პოლიციამ მოახდინა მყისიერი რეაგირება. ამ ეტაპისთვის ოთხი პიროვნება არის შემთხვევის ადგილიდან გაყვანილი.” – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის შენობასთან მობილიზებულია პოლიცია, რათა საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება დაიცვას.
“მოხდა გარკვეული ინციდენტი, რაზეც პოლიციამ მოახდინა მყისიერი რეაგირება. ამ ეტაპისთვის ოთხი პიროვნება არის შემთხვევის ადგილიდან გაყვანილი. დეტალებში გავერკვევით. დაკავებულია მათ შორის ის პირი, რომელმაც განახორციელა გარკვეული სახის ძალადობრივი ქმედება მასმედიის წარმომადგენლის მიმართ. შსს ყველაფერს გააკეთებს, რათა დაცული იქნეს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ასევე, ჩართული ვართ მთელი ძალებით, რათა არ მოხდეს რაიმე სახის ძალადობა და დაპირისპირება.” – აღნიშნა სირაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 20:00 საათზე მდუმარე აქცია იმართება, ცოტს ხნის წინ დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, დღეს 20:00 სათზე პარლამენტთან მდუმარე აქცია იმართება. აქციას თბილისი პრაიდიც უერთდება.
განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც და მოქალაქეებს მოუწოდებს: არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
“ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.” – აღნიშნულია მიმართვაში.