LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემთხვევით, ისტორიული კადრი გადამიღია – ნიკო ფალიანის უკანასკნელი ექსპედიცია უშბაზე… მოვაახლოვეთ კადრი და გამოჩნდა ეს ტრაგიკული ლაშქრობა“ – რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ჯობავა

352
გიორგი ჯობავა

ცნობილი ბლოგერი, ფოტო_ და ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა სოციალურ ქსელში სვანეთში მოგზაურობის დროს გადაღებული ვიდეოს ერთ-ერთ ფრაგმენტს აქვეყნებს და წერს, რომ სრულიად შემთხვევით, უშბაზე ტრაგიკულად დაღუპვამდე, ცნობილი მთამსვლელისა და სამთო გიდის, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანის უშბაზე უკანასკნელი ექსპედიცია გადაიღო.

„როგორც კი გაგიღიმებდა, შენ წინაშე იყო ადამიანი, რომელიც ანათებდა, როგორც მზე… არ გემშვიდობებით, რადგან შენი საქმე, სიყვარული და შენი მთის კაცობა ლამპრად უნდა ავინთოთ და წინ გავიმძღვაროთ, დაე არასდროს დაფაროს შენი ნაკვალევი თოვლმა“ – ირაკლი კუციას ემოციური მიმართვა ნიკოლოზ ფალიანს

„დილიდან ძალიან რთულ ემოციებში ვარ.

სრულიად შემთხვევით, ისტორიული კადრი გადამიღია – ნიკო ფალიანის უკანასკნელი ექსპედიცია უშბაზე.

გუშინ ღამე გვერდზე დავდე ჩემი სვანეთში მოგზაურობის ვიდეო. მალევე მომწერა ახლობელმა, რომ პირდაპირ ჩანს ნიკოს ასვლა უშბაზეო. მომენტალურად გავოგნდი, ვერ გავიაზრე.

მე ვიცოდი, რომ ეს დიდი ტრაგედია იმ ღამეს მოხდა და ამას ვიდეოშიც ვამბობ, მაგრამ პირდაპირ თუ ჩანდა არ დავკვირვებივარ, ამდენ ვარსკვლავებში და ნათებებში არ მივაქციე ყურადღება უშბაზე ფანრებით ცოცვას.

შემდეგ მოვაახლოვეთ კადრი კარგ რეზოლუციაში და გამოჩნდა ეს ტრაგიკული ლაშქრობა…

ძალიან რთული და უცხო შეგრძნებაა იმის გააზრება, რომ იმ ღამეს, ერთ მხარეს ამხელა ტრაგედია დატრიალდა და მეორე მხრიდან შენ ამ ყველაფერს იღებდი…

ვიდეოშიც ვამბობ, რომ ამ ღამის გალაქტიკის კადრებს ვუძღვნი ნიკოს ხსოვნას და ცალკეც მოვჭერი ეს ვიდეო, რომ ცალკე ვიდეოდ იყოს, ჩემი პირადი კადრების გარეშე…

მე ნიკოს არ ვიცნობდი პირადად, თუმცა, ნანახი მქონდა მისი საოცარი ვიდეოები სრიალის და ა.შ. და, როგორც ყველა, ისე მეც ვამაყობდი, რომ ქართველი იყო და ასეთი იყო…

ეძღვნება ნიკოს ხსოვნას“, – წერს გიორგი ჯობავა სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეო: „აუცილებლად გასახელებს პატარა ადამიანი, რომელიც ვერ გაიცანი, მაგრამ რომ გაიზრდება, მთელს სვანეთში, საქართველოში და მსოფლიოში დახვდება შენი გაკვალული გზა… საუკუნეების განმავლობაში გაგრძელდება შენი საქმე და სახელი“ – კიდევ ერთი ემოციური მიმართავ ნიკოლოზ ფალიანს

ეძღვნება ნიკოს ხსოვნას

დილიდან ძალიან რთულ ემოციებში ვარ 😭 სრულიად შემთხვევით, ისტორიული კადრი გადამიღია – ნიკო ფალიანის უკანასკნელი ექსპედიცია უშბაზე. გუშინ ღამე გვერდზე დავდე ჩემი სვანეთში მოგზაურობის ვიდეო. მალევე მომწერა ახლობელმა, რომ პირდაპირ ჩანს ნიკოს ასვლა უშბაზეო. მომენტალურად გავოგნდი, ვერ გავიაზრე. მე ვიცოდი, რომ ეს დიდი ტრაგედია იმ ღამეს მოხდა და ამას ვიდეოშიც ვამბობ, მაგრამ პირდაპირ თუ ჩანდა არ დავკვირვებივარ, ამდენ ვარსკვლავებში და ნათებებში არ მივაქციე ყურადღება უშბაზე ფანრებით ცოცვას. შემდეგ მოვაახლოვეთ კადრი კარგ რეზოლუციაში და გამოჩნდა ეს ტრაგიკული ლაშქრობა… ძალიან რთული და უცხო შეგრძნებაა იმის გააზრება, რომ იმ ღამეს, ერთ მხარეს ამხელა ტრაგედია დატრიალდა და მეორე მხრიდან შენ ამ ყველაფერს იღებდი… ვიდეოშიც ვამბობ, რომ ამ ღამის გალაქტიკის კადრებს ვუძღვნი ნიკოს ხსოვნას და ცალკეც მოვჭერი ეს ვიდეო, რომ ცალკე ვიდეოდ იყოს, ჩემი პირადი კადრების გარეშე… მე ნიკოს არ ვიცნობდი პირადად, თუმცა, ნანახი მქონდა მისი საოცარი ვიდეოები სრიალის და ა.შ. და, როგორც ყველა ისე მეც ვამაყობდი, რომ ქართველი იყო და ასეთი იყო… ეძღვნება ნიკოს ხსოვნას.

Posted by The Family Guys on პარასკევი, 06 ივნისი, 2025

ცნობისათვის, ალპინისტი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი უშბაზე ექსპედიციის დროს 22 მაისს დაიღუპა.

„ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა, პირველ შვილს… თხილამური ყინულის ნატეხს წამოედო, 800 მეტრი იფრინა“ – რას ჰყვებიან უშბაზე დაღუპული ნიკოლოზ ფალიანის მეგობრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g