”ლივერპულის” ფანები ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე ხმაურიანები არიან. აღნიშნული დასკვნა ინგლისში 4000-ზე მეტი გულშემატკივრის, ექს-მწვრთნელის და ფეხბურთელის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით მიიღეს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ”ლივერპულის” ფანები როგორც საშინაო, ასევე საგარეო მატჩებზე ბევრს მღერიან და ხმაურიანობით გამოირჩევიან.
მეორე ადგილი ამ მაჩვენებლით ”ნიუკასლის”, ხოლო მესამე – ”სტოკ სიტის” ქომაგებმა დაიკავეს. საპატიო ხუთეულში ”მანჩესტერ იუნაიტედის” და ”ვესტ ჰემის” ფანებიც მოხვდნენ.
ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო სიმღერად ინგლისში მერსესაიდელთა ჰიმნი „You’ll Never Walk Alone” აღიარეს. მეორე ადგილი ”ვესტ ჰემის” „I’m Forever blowing Bubbles”-მა დაიკავა, მესამეზე კი ”სტოკის” „Delilah” გავიდა.