რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ.
სოციალურ ქსელში პატარა ალისას უსაყვარლესი კადრები ვრცელდება.
„შენ ჩემი განსაკუთრებული სიტკბო ხარ, ალისა“, – ვკითხულობთ პატარა ალისას ახალი ფოტოს აღწერაში.
ცნობისთვის, საბამ 2023 წლის ნოემბერში სტადიონზე სთხოვა ხელი საკუთარ რჩეულს, სალი კერატიშვილს. სალი მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის შაგუს შეყვარებულს თამაშობდა.
საბა ლობჟანიძე შვილთან ერთად გადაღებულ უთბილეს ფოტოს გვიზიარებს
ცნობისათვის, ამერიკული საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ალისა დაარქვეს.