LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენ გენაცვალე, ჩვენო ლეგენდა ბიჭო. აწი შენ იქნები ,,სულ ზევით!!!ზევით!!!” და სწორება იქნება შენზე!!!“ – ლაშა ღლონტის ემოციური დამშვიდობება

524
2025-08-22_01-15-56_815976

20 აგვისტოს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მუსიკოსი და ავტორ-შემსრულებელი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომღერალი ლაშა ღლონტი სოციალურ ქსელში მუსიკოსს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება.

„რა ვთქვა, როგორ ვთქვა, რა უნდა ვთქვა, რატომ უნდა ვთქვა, ყველაფერი თქვა, ყველას სათქმელი თქვა, ყველაფერი იმღერა, ყველა დაგვაობლა, ყველა დაგვაფიქრა, ყველა აგვატირა, ყველა გვაამაყა და დარჩა, როგორც მილიონში ერთი, სულ მუდამ და სულ გულში.

შენ გენაცვალე, ჩვენო ლეგენდა ბიჭო. აწი შენ იქნები ,,სულ ზევით!!!ზევით!!!” და სწორება იქნება შენზე!!!
„შორით თავს გიხრი” უდიდესო!!!!!“, – წერს ლაშა ღლონტი.

„კაცი რომ ორი წელი არ მოვა შენს სანახავად, ის არ შეიძლება, შენი ახლობელი იყოს“ – როგორი იყო მამუკა ჩარკვიანის ბოლო წლები და როგორ იხსენებდა მამასთან ურთიერთობას

„მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად“ – კულტურის სამინისტრო

კახა კალაძე: „ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ახლობლების, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს! მისი სიმღერები სავსე იყო მელოდიურობით, ლირიზმით, გულწრფელობით, რის გამოც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g