სოფი ლორენის რძალს, მარიამ შარმანაშვილს არაერთხელ მოუყოლია ისტორია, თუ როგორ გაიცნო კარლო პონტი. როგორც სხვა და სხვა ინტერვიუში მარიამმა აღნიშნა, პირველად კარლო პონტი მარიამის მიერ „ინსტაგრამზე“ განთავსებულ ფოტოს გამოეხმაურა.
სწორედ აქედან დაიწყო გაცნობის ისტორია, რომელიც ზღაპრული ქორწილით დაგვირგვინდა.
მარიამ შარმანაშვილმა სოციალურ ქსელში ზუსტად ის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც კარლო პონტის მოწონება დაიმსახურა და დაწერა, რომ „ფოტო, ახლა უკვე ნახატად იქცა“.
მარიამ შარმანაშვილი: „ფოტო, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ახლა უკვე ნახატად იქცა“
მოგვიანებით მარიამმა „ინსტაგრამ-სთორიზეც“ გააზიარა აღნიშნული ნახატი და ადამიანებს, რომლებიც თავს მარტოსულად ან არასრულფასოვნად გრძნობენ მოუწოდა, რომ მიენდონ სამყაროს, რომელიც მათ სასწაულებს უმზადებს.
„და შენ, რომელიც ახლა გადიხარ იმ გზას, რომელსაც მე გავდიოდი რამდენიმე წლის წინ… მაშინ, როცა ყველაზე მარტოსულად და არასრულფასოვნად ვგრძნობდი თავს… გეტყვი, რომ აპატიე ადამიანებს, მიენდე სამყაროს და ის სასწაულებს ჩაიდენს შენთვის“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.

