LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენ სიტყვებს სასწაულის მოხდება შეუძლია, გააკეთე, რაც შეგიძლია: ჰამასის ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცის მამამ მესის დახმარებისთვის მიმართა

121
Capture

ისრაელელი ჯარისკაცის მამამ ლეო მესის დახმარების თხოვნით მიმართა.

„ჩემი შვილი რონი, ისრაელელი ჯარისკაცია არგენტინის მოქალაქეობით. ის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ღაზის სექტორში გაიტაცა.

ვიცი, რომ ალბათ ათასობით დახმარების თხოვნით მოგმართავენ, და არ ვიცი ეს ვიდეო შენამდე მოაღწევს თუ არა. მაგრამ მე, როგორც მამა, ყველაფერს ვაკეთებ შვილის დასაბრუნებლად.

ვიცი, რომ შენ სიტყვებს სასწაულის მოხდება შეუძლია. რონისთვის, ჩემი შვილისთვის, არგენტინელებისთვის, რომლებიც ჰამასმა გაიტაცა.

გააკეთა, რაც შეგიძლია. იმედი მაქვს ჩემი სიტყვები შენამდე მოვა. გვიყვარხარ და აღფრთოვანებული ვართ შენით“, – თქვა ალექს შერმანმა.

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი 7 ოქტომბერს გაღვივდა, როდესაც პალესტინურმა მოძრაობა ჰამასმა ისრაელზე იერიში მიიტანა.
ჰამასის ტყვეობაში 155 ადამიანი იმყოფება.

 

Watch on TikTok

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები