LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენახვის პირობების დარღვევის გამო, ესტონეთში “ასტრაზენეკას” 68 ათასი დოზა გაფუჭდა

41
ასტრაზენეკა

ესტონეთში “ასტრაზენეკას” ვაქცინის 68 000 დოზა გაფუჭდა. 

ქვეყნის ჯანდაცვის საბჭოში განაცხადეს, რომ ამის მიზეზი შენახვის პირობების დარღვევა გახდა.

როგორც აღმოჩნდა, საცავში, სადაც ვაქცინის დოზები ინახებოდა, ტემპერატურამ 15 გრადუსამდე მოიმატა. 

სისტემამ შეტყობინების სიგნალი ვერ გადასცა, თანამშრომლებმა კი ამის შესახებ მხოლოდ 12 საათის შემდეგ, მას შემდეგ შეიტყვეს, როცა ერთ-ერთი მათგანი საცავში შევიდა.

“ასტრაზენეკას” შენახვისთვის ტემპერატურის ნორმა 2-დან 8 C-მდეა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მომხდარის გამო, ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი არ შეფერხებულა, რადგან ვაქცინის აღნიშნული დოზები, სხვა ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი.

შეგახსენებთ, ესტონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვაქცინების შემოწირულობის პროცესში ჩაერთვებოდა და დოზებს სხვა სახელმწიფოებსაც გაუნაწილებდა.

ქვეყნებს შორის არის საქართველოც – მიმდინარე წლის 18 ივნისს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს 100 000 დოზა ვაქცინას გადასცემს.

“ესტონეთი მხარს დაუჭერს ჩვენს აღმოსავლელ მეზობელს, მოლდოვას და აჩუქებს 100 000 დოზა ვაქცინას. ასევე, 100 000 დოზა ვაქცინას გადასცემს ჩვენს პარტნიორ საქართველოს.” –  წერდა სამინისტრო “ტვიტერში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები