LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენი დაბადების დღეც დადგა დეე… დამელოდე. მანდ მალე გადის დრო აქ კი არა. მენატრები სიგიჟემდე: ბაჩალიაშვილის დედა

642
თეონა თამაზაშვილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში თამარის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. თეონა თამაზაშვილი შვილს პატიებას „მის გარეშე გატარებული წუთების გამო“ უხდის და წერს, რომ „მისი ნახევარი გული თამართანაა, ხოლო ნახევარი გიორგისთან“.

„აი შენი დაბადების დღეც დადგა დეე შენს გარეშე და შენთან განშორებიდან 11 თვე. მაპატიე დედა შენს გარეშე გატარებული ყოველი დღეების, საათების და წუთებისთვის, რადგანაც ერთი წამითაც კი ვერ წარმოვიდგენდი ჩემს არსებობას შენს გარეშე. მაგრამ ეს იცოდე ჩემი ნახევარი გული შენთანაა, მხოლოდ ნახევარი გული ძგერს გიოსთვის. გილოცავ 24 წლის იუბილეს ცათა სასუფეველში უფლის კალთის ქვეშ ამ ბოროტი დედამიწისგან შორს, სადაც ანგელოზებს არ ინდობენ. უფალს ებარებოდე. დამელოდე. მანდ მალე გადის დრო აქ კი არა. მენატრები სიგიჟემდე. მიყვარხარ“, – წერს თეონა თამაზაშვილი.