LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთვის: შსს-ს აქცია რადიო ჰოლდინგ „ფორტუნაში“

113

ამკრძალავი ნიშნებისგან შექმნილი გული იმაზე მიგვანიშნებს, რომ ზემოხსენებული აკრძალვები ისევ ჩვენდა სასიკეთოდ დაწესდა და ეს ნიშნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელვყოთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ აგრძელებს და ამჯერად აღნიშნულ წამოწყებას რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა” შეუერთდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული კამპანიის მიზანი, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ინფორმირება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და თითოეული მოქალაქის სიცოცხლის დაცვაა. კამპანიას დასაწყისიდანვე არა ერთი საზოგადო მოღვაწე და ცნობილი სახე შეუერთდა, მისი სახე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის – “მია ფორსის” მრბოლელი და ევროპის ჩემპიონი – დათა ქაჯაიაა.

12233261_1138882269475029_1654561338_nახალი პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას მოიცავს, რომლის მიზანიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის სლოგანი შემდეგნაირად ჟღერს: „შენი გულისთვის – შენი უსაფრთხოებისთვის“. ამ უკანასკნელის ფარგლებში არაერთი სოციალური ვიდეორგოლი მომზადდა, რომლებიც საგზაო წესების დაცვისკენ მოგვიწოდებს.

რადიო ჰოლდინგი ”ფორტუნას” საშუალებით კი მოსახლეობას საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ პატარები მოუწოდებენ.

კამპანია 3 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქცია ჩატარდა, მათ შორის 26 მაისთან დაკავშირებული აქტივობებიც. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას უკვე შეუერთდნენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, არასამთავრობო სექტორისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მწერლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია გრძელდება და წლის განმავლობაში ამ უკანასკნელის ფარგლებში კიდევ მრავალი საინტერესო ღონისძიება თუ აქცია იგეგმება. ჩვენი მხრიდან კი სამინისტროს წამოწყებას შევუერთდებით და საგზაო მოძრაობის წესების დაცვას ”თქვენი გულისთვის – თქვენი უსაფრთხოებისთვის” მოგიწოდებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები