LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენი ლამაზი ღიმილი, მოციმციმე თვალები და კეთილი გული მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო“ – 13 ივნისს მდინარეში ჩავარდნის შემდეგ უგონო მდგომარეობაში მყოფი 6 წლის გოგონა გარდაიცვალა

238
ლილე გეგუჩაძე

13 ივნისს მდინარეში ჩავარდნის შემდეგ უგონო მდგომარეობაში მყოფი 6 წლის გოგონა, ლილე გეგუჩაძე, გარდაიცვალა.

სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში ბათუმის N35 საბავშვო ბაღი ავრცელებს.

„შენი ლამაზი ღიმილი, მოციმციმე თვალები და კეთილი გული მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ლილეკო…“ – ბათუმის N35 საბავშვო ბაღი.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, 6 წლის ლილე გეგუჩაძე 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. ბავშვი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, გოგონა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები