ცნობილი მუსიკოსი, გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, თეონა ცირამუა იუბილარია.
თეონას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს გორის ქალთა გუნდის წევრი თამარ ოქროპირიძე.
„თეო შენს განვლილ გზას გაუმარჯოს
სიმართლით, თავდაუზოგავი შრომით, სხვისი ხელის წაკვრის გარეშე და წარმატებისკენ მარტოობით, განუმეორებელი ნიჭიერებით, ამ ნიჭის მაღიარებელი დიდებული ადამიანებით, გულწრფელი და ნამდვილი გულშემატკივრებით, შენი ზე-ძვირფასი მეუღლით, თოჯინებით (თუთა, კირა) და ჩვენი გოგოებით დღემდე მოღწეულს
და რაც მთავარია, უფლის ხელდასმით, რომელიც შენს ყოველ ნაბიჯში ჩანს.
შენ, ამ სამყაროში, ყველაზე მეტად ღმერთს უყვარხარ, ამიტომ გაქვს ამდენი წყალობა და სიკეთე, რაც მართალი, სწორი ცხოვრებით მიიღწევა.
წინ – გამარჯვებისკენ! ქვეყნის საგანძურო!
ალალ-მართალ ადამიანებს გულის გულში გვიყვარხარ,“ – წერს თამარ ოქროპირიძე.