თითქმის ერთწლიანი განშორების შემდეგ, უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი კვლავ ერთად გამოჩნდნენ. მოღიმარი წყვილი მალიბუში შენიშნეს, სადაც ვახშმის შემდეგ თეთრი ლამბორგინით ერთად გაემგზავრნენ.
ცნობილია, რომ უილი და ჯადა ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ, თუმცა დიდი ხანია, ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ახალმა ფოტოებმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა ცნობილ წყვილს შორის ყველაფერი თავიდან იწყება, თუმცა ჯერ ამის დადასტურება შეუძლებელია.
ჯადა პინკეტ სმიტი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა კრემისფერ კაბაში, რომელსაც კაპიუშონი ასრულებდა. უილს კი ხაკისფერი შარვალი და თეთრი მაისური ეცვა.
ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფი უილ სმიტი ესპანელ მომღერალთან რომანში ამხილეს


