შერონ სთოუნს, რომელმაც გუშინ 60 წლის იუბილე აღნიშნა, ასაკი ვერაფერს აკლებს. „ძირითადი ინსტიქტის“ ვარსკვლავმა დაბადების დღე ორიგინალური ფოტოსესიით აღნიშნა, რომელიც მისთვის The New York Times-მა მოაწყო. ახალ ფოტოებზე მსახიობი ცნობილი ბრენდის საცვლებით პოზირებს და ერთი ერთში ირგებს საკუთარი გმირის იმიჯს 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ეროტიკული თრილერიდან.
#birthdayweekcontinues ❤ (Image: NYTNS / Redux / eyevine) @nytimes photog. @harryeelman)
A post shared by Sharon Stone (@sharonstone) on
11 მარტს კი პაპარაცებმა 60 წლის ვარსკვლავი მაიამიში გადაიღეს, სადაც ის თავისუფალ დროს ახალ ბოიფრენდთან, 41 წლის ანჯელო ბოფასთან ერთად ატარებდა. ცნობისმოყვარე პაპარაცებს არც მსახიობის ხელზე ბრილიანტის ბეჭედი გამოეპარათ, რამაც კიდევ ერთხელ გააღვივა ეჭვი სთოუნისა და ბოფას ნიშნობაზე.
ფოტოებიდან ჩანს, რომ შეყვარებულებმა ერთად ფანტასტიკური დრო გაატარეს.