28 თებერვალს, ღამის საათებში, სინოპტიკოსები ყინვის გაძლიერებას ელიან.
როგორც „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში -4,-6 გრადუსი ყინვა იქნება, მთიან რაიონებში, შესაძლებელია, ტემპერატურამ -10, -12 გრადუსამდე დაიკლოს, მაღალ მთაში კი -17, -19 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.
როდემდე გაგრძელდება თოვა გურიასა და სხვა რეგიონებში: „დროგამოშვებით მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლოა ქარი და ქარბუქი, 28 თებერვალს ყინვა გაძლიერდება“
„ფორტუნა“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს, დოდო გვაზავას ესაუბრა.
„აღმოსავლეთ საქართველოში, მაღალი ყინვაა მოსალოდნელი კახეთის რეგიონში, სადაც 28 თებერვალს, ღამის საათებში -6,-9 გრადუსი შენარჩუნდება.
თბილისში, 28 თებერვლის ღამეს, შესაძლებელია -4, -6 გრადუსამდე ყინვა, შიდა ქართლში -8, -10 გრადუსი ყინვა, დღისით კი ტემპერატურა მოიმატებს.
1 მარტს, შესაძლებელია, ყინვა შერბილდეს, 2-3 მარტიდან კი, შესაძლოა, კვლავ გაძლიერდეს.