აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, შესაძლებელია, 2022 წელს ამერიკელებმა კვლავ ატარონ ნიღბები. ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.
ამასთან, ფაუჩი ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ვაქცინაციის პარალელურად შემსუბუქდება.
ცნობისთვის, აშშ ვირუსის შემთხვევებისა და დაღუპულთა რაოდნეობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ამ დრომდე 497,670-ია.
მხოლოდ შაბათს, ქვეყანაში გარდაცვალების 1,831 შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა კი 28 მილიონს გადააჭარბა.