LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ“ – რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს​

54
Untitled design (2)

უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონი დაბომბეს​.

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა და ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ.

„ქალაქური ტიპის დასახლება შევჩენკოვო, კუპიანსკის რაიონი – რუსებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კორპუსს. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g