LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობის მუქარის სამიზნე გახდნენ – დაშინება უნდა შეწყდეს – ჯიმ რიში

175
ჯიმ რიში

შეშფოთებული ვარ, რომ საქართველოში ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობრივი მუქარის სამიზნეები გახდნენ, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ღია დემოკრატიის პირობებში ყველას უნდა მიეცეს საუბრის საშუალება.

„შეშფოთებული ვარ, იმის გამო, რომ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ძალადობრივი მუქარის სამიზნეები გახდნენ, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოში ინიციირებულ უცხოური აგენტების შესახებ კანონს. ღია დემოკრატიის პირობებში ყველას უნდა მიეცეს საუბრის საშუალება. დაშინება უნდა შეწყდეს“, – წერს ჯიმ რიში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g