LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთავაზება უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლებისთვის – „მოიწვიე ფინედუ აუდიტორიაში“

149
ფინედუ

18-24 მარტს მსოფლიოში ფულის გლობალური კვირეული აღინიშნება, რომელსაც საქართველო წელს უკვე მეათედ შეუერთდება.

წლევანდელი კვირეულის თემატიკა ფინანსურ უსაფრთხოებას შეეხება. კვირეულის დევიზია „დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი“(Protect Your Money, Secure Your Future). 

ფულის გლობალური კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმის – ფინედუს ორგანიზებით ახალი საგანმანათლებლო კამპანიას იწყება, რომლის ფარგლებშიც ფინედუს მიერ მომზადებული ტრენერები დაინტერესებულ სასწავლო დაწესებულებებს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს ესტუმრებიან და მათი სტუდენტებისათვის ფინანსური განათლების თემაზე ტრენინგს ჩაატარებენ.

ტრენინგებზე განხილული იქნება ფინანსური განათლების სხვადასხვა საკითხი: დაზოგვა, ბიუჯეტირება, ფინანსური უსაფრთხოება. აღნიშნული საკითხები გადმოცემული იქნება საბაზისო დონეზე და საინტერესო იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ამ საკითხებს პროფესიულ დონეზე არ სწავლობენ. სტუდენტებს გადაეცემათ საგანმანათლებლო მასალა (ბროშურები) და ტრენინგკურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კამპანიის „მოიწვიე ფინედუ აუდიტორიაში“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

magti 5g