LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუდარებელი ჯენიფერ ლოპესის ნახევრად შიშველი ფოტოსესია

91

ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ InStyle-ის დეკემბრის ნომრის სახეა. 49 წლის ვარსკვლავი გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბავშვობაში განსხვავებული ოცნებები და იდეები ჰქონდა, რამაც ის აქამდე მოიყვანა.

ჯეი ლომ მისი მონაწილეობით ფილმის ,,ახალი შანსი” შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ სურათის მთავარი გმირის ისტორიას მის რეალურ ცხოვრებას ადარებს.

ფოტოებზე, ამერიკელი მომღერალი ,,ვალენტინოს” ოტ კუტიურით პოზირებს და უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება.

ლოპესის განმარტებით, მას ახალგაზრდობისა და სექსუალურობის შენარჩუნებაში სპორტი და სწორი კვება ეხმარება. გამოკვეთილი პრესი, მრგვალი ფორმები და ნაოჭების ნაკლებობა კი სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები