შევა თუ არა პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” – პასუხი თვის ბოლოს გახდება ცნობილი
მანამდე პარტია რეგიონებში შეხვედრებს გამართავს.
“ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი ქვეყანაში, ვიდრე ერთი კონკრეტული პარტიის შესვლა არ შესვლის საკითხია”
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია ერთი კვირის განმავლობაში მომხრეებთან დისკუსიის გაგრძელებას აპირებს. მანამდე რეგიონებში შეხვედრები გაიმართება.
პარტიის გადაწყვეტილებას ისევ ელოდებიან მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკური ძალები, მათთვის გაუგებარია, რატომ ჭიანურდება პროცესი.
