LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შევადაროთ ნატოს წევრ ქვეყნებს რამდენ პარამეტრში ვუსწრებთ – საქართველო პირნათელია ნატოს წინაშე“ – შალვა პაპუაშვილი

139
შალვა პაპუაშვილი

„შევადაროთ ნატოს წევრ ქვეყნებს რამდენ პარამეტრში ვუსწრებთ. საქართველო პირნათელია როგორც ნატოს წინაშე, ასევე უსაფრთხოების მხრივ ყველა პარტნიორის წინაშე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ იღებს ნატოს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პაპუაშვილი პასუხობს, რომ „სხვადასხვა ფორმატია და სხვადასხვა დონეზე არიან ქვეყნები წარმოდგენილი“.

მისივე თქმით, დღეს, მთავარი განსახილველი საკითხი არის უკრაინის მხარდასაჭერი პაკეტი, ამიტომ უკრაინა არის განხილვის ცენტრში.

საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს – პაპუაშვილი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის თაობაზე ღია წერილს აქვეყნებს

იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნების“ ქმედებებით არათუ სადმე ახალ ადგილზე მიგვიღებენ, არამედ მეშინია, სადაც ვართ, იქიდან არ გამოგვაგდონ

„მე რამდენჯერმე დავასახელე, თუ რა წვლილი აქვს გაღებული საქართველოს თავისი შრომით, ინსტიტუციურად და სისხლით, მათ შორის ნატოს საერთო საკითხებისთვის და მიზნებისთვის. შევადაროთ ნატოს წევრ ქვეყნებს რამდენ პარამეტრში ვუსწრებთ. იქნება ეს ჩვენი ღვაწლი უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით და შევადაროთ ნატოს რამდენ წევრ ქვეყანას აქვს გაღებული იგივე ღვაწლი, რაც საქართველოს. ამ მხრივ, საქართველო პირნათელია როგორც ნატოს წინაშე, ასევე უსაფრთხოების მხრივ ყველა პარტნიორის წინაშე.

სხვადასხვა ფორმატია, სხვადასხვა დონეზე არიან წარმოდგენილი ქვეყნები. დღეს მთავარი განსახილველი საკითხი არის უკრაინის მხარდასაჭერი პაკეტი, ამიტომ უკრაინა არის განხილვის ცენტრში. ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ჩავანაცვლოთ ან შევეცილოთ უკრაინას იმ საკითხებში, რომელიც ეხება მის ნატო-ში გაწევრიანებას. დღეს გამომდინარე იმ აგრესიიდან, რომელიც უკრაინის წინააღმდეგაა, თავისთავად, უკრაინა არის ყურადღების ცენტრში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გიგა ბოკერია: უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, რაც შეეხება საქართველოს, საოცრება უნდა მოხდეს, ჩვენ უბრალოდ უნდა გაგვიმართლოს

შალვა პაპუაშვილის თქმით, ნატომ უნდა გადაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ესწრაფვიან ნატოს წევრობას და არ უნდა დატოვოს ბუნდოვანება, რადგან ერთადერთი, ვინც ამ ბუნდოვანებით სარგებლობს, რუსეთია.

„საკითხი არის იმაში, რომ არავის მიღებაზე არ არის საუბარი, ამას ცოტა რეალისტურად უნდა შევხედოთ. მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით მკაფიოდ ითქვა, რომ არ არის საუბარი მანამ, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება.

საუბარია იმაზე, რომ თავად ნატომ გადაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ესწრაფვიან ნატოს წევრობას და არ დატოვოს ის ბუნდოვანება, რომელიც სამწუხაროდ, დიდი ხანია არსებობს, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, როდესაც, ერთი მხრივ, ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ მოგვენიჭა გაწევრიანების გეგმა და შესაბამისად, შეიქმნა ბუნდოვანება და ერთადერთი, ვინც ამ ბუნდოვანებით სარგებლობს არის რუსეთი. დღეს საკითხი დგას არა ჩვენში და არა უკრაინაში, დღეს საკითხი არის ნატო-ში, რამდენად მზად არის მიიღოს მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და დაასრულოს ბუნდოვანება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g