LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეწყვიტეთ ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლა“ – საიას განცხადება

144
BeFunky-collage - 2023-02-13T222554.448

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეროვნულ გალერეაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის დროსაც, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

საიას განცხადებით, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (‘საია’) მიიჩნევს, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნებს. ქურდობა გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება. შესაბამისად, გამოძიების დაწყება ზემოთ მითითებული კვალიფიკაციით, იმთავითვე არასწორია. დამატებით, ხაზგასასმელია, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საქმეებში სახელმწიფოს თავისუფალი შეფასების ფარგლები სისხლის სამართლებრივი რეჟიმის გამოყენებისას ვიწროა. ევროპული სასამართლო არაერთ საქმეში მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სანქცია, თავისი არსით, ცენზურას არ უნდა უტოლდებოდეს და მსუსხავი ეფექტი არ უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობაზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სანდრო სულაბერიძის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, და ამ კუთხით მის წინააღმდეგ გამოძიების წარმოება მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებით განმტკიცებულ გარანტიებს. საია მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის გამოძიება ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლის მექანიზმია, რომლის მიზანიც სხვა პირებისთვის არის ერთგვარი მითითება/გაფრთხილება, გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვისგან შეიკავონ თავი.

აღსანიშნავია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან. საია აქტიურად მუშაობს კულტურის სფეროში მიმდინარე შრომით დავებზე, რომლებიც სწორედ ახალი მინისტრის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია. აქვე აღსანიშნავია, სახალხო დამცველის 2022 წლის 26 ოქტომბრის რეკომენდაცია განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე, რომლის საფუძველზეც უწყებას დაევალა დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა, რაც სრულიად უპასუხოდ იქნა დატოვებული.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 12 თებერვალს სანდრო სულაბერიძის საქმესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე, ეროვნული გალერეის წინ, სახელოვნებო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს გზავნილით „ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია“. როგორც საჯაროდ გავრცელებული წყაროებიდან ირკვევა, საპროტესტო აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტს ნატა ფერაძეს სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც მან მიიღო ფიზიკური დაზიანება. მისი განცხადებით, სამართალდამცავები მას იმ საღებავების გამო დაუპირისპირდნენ, რომლებიც პარკში ეწყო და ისინი არ გამოუყენებია.

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, როგორც აზრის გავრცელების საშუალება, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით ისე საერთაშორისო აქტებით. შეკრება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას, ცნობიერების ამაღლების, ცვლილებებისა თუ რეფორმების პროცესს და წარმოადგენს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საშუალებას. სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს შეკრების თავისუფლებაში. ნებისმიერი ძალადობრივი აქტი არის არალეგალური და არღვევს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს. ნატა ფერაძის ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იძლევა საშუალებას ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს შეწყვიტოს ხელოვნების წარმომადგენლებზე ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა, ასევე, თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევისგან, ხოლო, გულდასმით შეისწავლოს ასეთი ფაქტები და მოახდინოს მასზე ჯეროვანი რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ისჯება შინაპატიმრობით 1-იდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3-დან ხუთ წლამდე.

მხატვარი შოთიკო აფციაური ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნახატის დაბრუნებას მოითხოვს

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა. მე განვაცხადე პოლიციაში… ჩემი აზრით მას არავინ დაიჭერს, ჯარიმას დაუწესებენ“ – მუზეუმის წარმომადგენელი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა

„ვფიქრობ, პოლიტიკური თავდასხმაა“ – პრეზიდენტის მრჩეველი ნახატების წაღებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g