LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა

288
Untitled design - 2023-02-13T134707.036

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2 წლის წინ წაღებულ სვიმონ დადიანის ნამუშევრებს, რომელთაგან ერთი დაზიანებულია. გენინსპექციის წარმომადგენელი ამბობს, რომ დაზიანება ძალიან მცირეა, თუმცა უნდა შემოწმდეს.

კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ადმინისტრაციაში მივიდნენ ამბობენ, რომ ნახატებს გამოიტანენ სასახლიდან და შემდეგ გააკეთებენ კომენტარს.

„მხოლოდ ერთს აქვს მცირე დაზიანება, მაგრამ ჩვენ ყველა ნამუშევარი მიგვაქვს, რადგან უნდა მოხდეს ფოტოფიქსაციაც. აღდგება ეს ნამუშევარი და მერე განიხილავენ დაბრუნდება თუ არა სასახლეში, “- თქვა სახვითი ხელოვნების ფონდის მცველმა ელო ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ეს ნამუშევრები კონკრეტული ვადით იყო პრეზიდენტის სასახლეში, კერძოდ, ხელშეკრულება 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე იყო დადებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საკითხზე განმარტება უახლოეს მომავალში გაკეთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g