LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხატვარი შოთიკო აფციაური ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნახატის დაბრუნებას მოითხოვს

241
BeFunky-collage - 2023-02-13T221917.327

მხატვარი შოთიკო აფციაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ეროვნული გალერეიდან საკუთარი ნახატის დაბრუნებას მოითხოვს.

მან საზოგადოებას მოუწოდა, ნუ ესვრიან ტალახს, გამოფენის მონაწილე მხატვრებს, ეს არასწორია და არაჯანსაღი, ყველა მონაწილე ხელოვანმა ზუსტად იცის რა, როდის და როგორ გააკეთოს და ყველას პოზიციონირების უკან დგას ჯანსაღი აზრი და ქმედება.

„ახლახანს გავგზავნე წერილი ქეთი შავგულიძის და ათინათის სახელზე. რათა მიმართონ ეროვნულ გალერეას რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაბრუნდეს გამოფენაზე “ავტოპორტრეტი სარკესთან” ჩემი ნამუშევარი ჩემს ხელში რისი წამოღების ორგანიზაციაც თავად შემიძლია მოვახდინო.

ეს ნამუშევარი ჩემი შემოქმედებითი საკუთრებაა, გამოფენამდე არ მომიწერია ხელი არც ერთი იურიდიული დოკუმენტისთვის, არ ამიღია ჰონორარი და ჩემი თანამონაწილეობა სრულიად ჩემი კეთილგანწყობის საფუძველზე მოხდა. ამ პოსტს საჯაროდ ვწერ რადგან ვთვლი საკმაოდ საზრიანი ვადაა 24 საათი მიღება ჩაბარების აქტის, და სხვა დოკუმენტების მოსაგვარებლად. ასევე საჯაროდ ვაფიქსირებ რომ ამ ვადაზე დიდხანს ჩემი ნამუშევრის იქ ყოფნა ჩემთვის მიუღებელია.

ასევე ამ პოსტით საჯაროდ ვაფიქსირებ სურვილს ამ განაცხადიდან, ნამუშევრის დაბრუნებასთან დაკავშირებით 24 საათის ვადაში რისი სრული კანონიერი უფლებაც გამაჩნია.

პ.ს ყველას გთხოვთ ნუ ესვრით ტალახს, გამოფენის მონაწილე მხატვრებს, ეს არასწორია და არაჯანსაღი, ყველა მონაწილე ხელოვანმა ზუსტად იცის რა, როდის და როგორ გააკეთოს და ყველას პოზიციონირების უკან დგას ჯანსაღი აზრი და ქმედება. ყველაზე მეტად საჭირო ამ დროს ერთობაა.

სწორედ პოზიციების და აზრთა სხვადასხვაობაშია ხელოვნების სიცოცხლე და დამოუკიდებლობა და სწორხაზოვანი მორალისტური აზროვნებაა, ის რის გამოც ასეთი უმსგავსობები ხდება. ჰეროიზმი ხშირად ყველაზე მარტივი გამოსავალია რომელიც ხშირად “მტრის” წისქვილზე ასხამს წყალს”, – წერს შოთიკო აფციაური.

ცნობისათვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ისჯება შინაპატიმრობით 1-იდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3-დან ხუთ წლამდე.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა გალერეიდან ექსპონატი, პატრონმა თუ თაყვანისმცემელმა. მე განვაცხადე პოლიციაში… ჩემი აზრით მას არავინ დაიჭერს, ჯარიმას დაუწესებენ“ – მუზეუმის წარმომადგენელი

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა

„ვფიქრობ, პოლიტიკური თავდასხმაა“ – პრეზიდენტის მრჩეველი ნახატების წაღებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები