ქვეყანაში შეზღუდვები იგეგმება, თუმცა „ლოკდაუნის“ გამოცხადებას ქვეყანა არ გეგმავს.
“არ ვგეგმავთ არანაირ სისტემურ ლოკდაუნს, წერტილოვანი შეზღუდვებს ვაგრძელებთ”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
მისი განმარტებით, საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებებიც წერტილოვან შეზღუდვებს ითვალისწინებს.
22:00 საათის შემდეგ დაკეტეთ: რესტორნებს მუშაობა მთელ საქართველოში ეკრძალებათ
„ჩვენ მხოლოდ ოდნავ ვცვლით შეზღუდვების მუშაობის რეჟიმს, თუ რესტორნების მუშაობის საათები რამდენიმე ქალაქში იყო შეზღუდული, ამ ქალაქების რაოდენობა ფართოვდება, მაგრამ არ ნიშნავს ეს, რომ რესტორნებს ვხურავთ. ასევე სკოლებზე საუბარია გარკვეულ ქალაქებზე და სწავლის გაჩერებას არ ნიშნავს ეს. ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას, რომელიც ძალიან ეფექტურია და გვეხმარება ბალანსი შევინარჩუნოთ ეკონომიკასა და მოქალაქეების ჯანმრთელობას შორის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება
ლოკდაუნზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც და განაცხადა, რომ ამ დროისთვის ლოკდაუნზე საუბარი არაა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვაზე საუბარი არ ყოფილა.
„ინფექციის გავრცელების დღევანდელი კოეფიციენტი 1.38-ია და ამ მაჩვენებლის პირობებში ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვები გვექნება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე. დღეის მდგომარეობით, არანაირ ლოკდაუნზე და მსგავს მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი არ გვქონია“, – განაცხადა მინისტრმა.