პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოაა. შესაბამისი გადაწყვვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 22:00 საათის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით იზღუდება რესტორნების მუშაობა.
22:00 საათის შემდეგ დაკეტეთ: რესტორნებს მუშაობა მთელ საქართველოში ეკრძალებათ
ამასთან, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ “არ ვგეგმავთ არანაირ სისტემურ „ლოქდაუნს“, წერტილოვანი შეზღუდვებს ვაგრძელებთ”.