„შიდსით რომ ხარ დაავადებული და განგებ ცდილობ, გადასდო ბევრ ადამიანს, ამას მაგონებს კეზერაშვილი“, – ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.
„როდესაც კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებ ნაციონალურ მოძრაობას და თითქოს შთაბეჭდილება მრჩება, ბოდიში უხეში მეტაფორისთვის, შიდსით რომ ხარ დაავადებული ადამიანი და არავის რომ არ უმხელ და რომ გაბრაზდები. ყოფილა ასეთი პრეცენდენტები, წაგვიკითხავს, რომ გაბრაზებული ხარ საკუთარ თავზე და განგებ ცდილობ რომ გადასდო ბევრ ადამიანს ინფექცია. ამას მაგონებს დათო კეზერაშვილი დღეს, ნაცვლად იმისა, რომ დისტანცირდეს ადამიანი იმიტომ, რომ შოკოლადშია დღეს ბიძინა ივანიშვილი“, – აცხადებს ნიკა მელია.