LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გლობალურ ჯანდაცვას შიმშილი, შიმშილით გამოწვეული დაავადებები ემუქრება, თუ ასე გაგრძელდა ადამიანის საგრძნობლად მომატებული სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად მოიკლებს” – ექიმი-ეპიდემიოლოგი თამრიკო ქვარცხავა

155
BeFunky-collage (3)

ექიმი-ეპიდემიოლოგი თამრიკო ქვარცხავა სოციალურ ქსელში საზოგადოებას უზიარებს მის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რა გლობალური გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო 2022 წელსა და მომდევნო წლებში.

მისი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი რისკი რაც გლობალურ ჯანდაცვას ემუქრება არის შიმშილი, შიმშილით გამოწვეული დაავადებები და მასთან დაკავშირებული სხვა რისკები.

“თუ პანდემიამ მილიონობით მოზრდილი და მოხუცი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შიმშილი საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ბავშვს.

მიზეზები: მსოფლიო ლიდერების მასობრივი არაკომპეტენტურობა, აგრესია, კორუფცია, გლობალური დათბობა, პანდემია და ომი. მწვავე შიმშილი განსაკუთრებით ფატალური იქნება კონფლიქტის ზონებში, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში.

რუსეთი და უკრაინა ერთად მსოფლიოს ხორბლის 30%-ით ამარაგებდა. მხოლოდ უკრაინა მსოფლიო მოსახლეობის 400 მილიონს კვებავდა.

დღეს უკრაინიდან 20 მილიონი ტონა ხორბალია გამოსატანი. მისი შავი ზღვის პორტებიდან ვერ გამოდის გლობალური სიმინდის 15%, მზესუმზირის ზეთის 67%. საკვების ფასმა გლობალურად საშუალოდ 30% მოიმატა.

რაც შეეხება რუსეთს. ხორბლის გარდა რუსეთი მსოფლიოს სასუქის მთავარი მომწოდებული იყო. სასუქის დეფიციტის გამო შემცირდება მოსავალი და კიდევ უფრო მოიმატებს ფასები.

კონფლიქტურ ზონებში 60% უკვე შიმშილობს, მსოფლიოში კი 140 მილიონი. ეს ციფრი წელს 160 მილიონს გასცდება. შიმშილი ბევრ ადამიანს ემუქრება კონფლიქტის ზონის მიღმა.

გარდა იმისა რომ მწვავე შიმშილი კლავს, ქრონიკული შიმშილით დაავადებებიც იმატებს. განსაკუთრებით კრიტიკულია შიმშილი წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ნაყოფის ჩასახვიდან პირველი 1 000 დღის განმავლობაში ნორმალური კვება და ცხოვრების პირობები მთელი მომავალი ცხოვრების ჯანმრთელობის რისკებს და გვერდით მოვლენებს განსაზღვრავს. ამ პერიოდში შიმშილი მოგვიანებით იძლევა პიტერტენზიას, დიაბეტს, გულ-სისხლძართვთა და ღვიძლის დაავადებებს.

თუ ასე გაგრძელდა ადამიანის საგრძნობლად მომატებული სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად მოიკლებს”, – წერს ექიმი-ეპიდემიოლოგი თამრიკო ქვარცხავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g