LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიმშილით უფრო მეტი მოკვდება ვიდრე გრიპით – გზები რომ გაიხსნება, ტურისტი სასაფლაოზე ჩამოვა? – „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი

156
pirbadit-eka-1

„კორონავირუსის სიკვდილიანობა დაბალია, მაქსიმუმ 5%, შიმშილით სიკვდილი კი ბევრად მაღალია“,-ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ის შეზღუდვების წინააღმდეგია, რადგანაც ფიქრობს რომ არაეფექტურია და ეს არაერთხელ დამტკიცდა, როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში.

„დღეს შეხვედრაზე საუბარი იყო, თუ როგორი სახის შეზღუდვები უნდა დაწესდეს, რომ დარგი არ დაზარალდესო. სარესტორნო სექტორი აბსოლიტურად განადგურებულია. გადარჩენა ალბათ არ უწერია.

შეზღუდვებით და დაკეტვებით შედეგს ვერავინ აღწევს. ეს უკვე დამტკიცებულია. ჩვენც გვაქვს მსგავსი ქეისები და ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო. შედეგები არ გვაქვს ეფექტური.

კორონავირუსის სიკვდილიანობა დაბალია. მაქსიმუმ 5 პროცენტი. შიმშილით სიკვდილი ბევრად მაღალია. შიმშილით უფრო მეტი მოკვდება ვიდრე გრიპით. დაკეტვები ვერაფერს იზამს და პლიუს შიმშილისკენ მივდივართ. 1 წლის მერე რომ გაიხსნება გზები, ტურისტი სასაფლაოზე ჩამოვა?“,-აღნიშნა კოტე გაბრიჩიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში სრული “ლოქდაუნი” არ იგეგმება – მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს, სადაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სრული ლოქდაუნი არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები.

შეხვედრისას არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, ბიზნესსა და ეკონომიკაზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების გზით, შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება და ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებები განიხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g