LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შიმშილობის 13 საათი კი არა, მეცამეტე დღეა, თქვე პირუტყვებო, მ ე ც ა მ ე ტ ე  დღე – თქვენი გადარჩენის შანსები მცირდება: ხერხეულიძე ხელისუფლებას

781
1

“ადამიანები თქვენს თვალწინ კვდებიან, მოშიმშილეთა რიცხოვნობა კი არ მცირდება, იზრდება, რითიც თქვენი გადარჩენის შანსები მცირდება.” – წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ეკა ხერხეულიძე და პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას ფოტოს აქვეყნებს.

ხერხეულიძე ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სიმშვიდის საფუძველს არ უნდა აძლევდეთ:

“ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჭკუადმყოფელებს არ უნდა გაძლევდეთ სიმშვიდის საფუძველს.

შიმშილობის მეცამეტე დღე ძალიან ახლოსაა იმ საგანგაშო მაჩვენებლებთან, რაც შეუქცევადს გახდის მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.

არ ვიცი, რა გასვენებთ, რა გაძინებთ, რითი იმშვიდებთ თავებს, მაგრამ მოსალოდნელი სახიფათო რისკების თავიდან ასაცილებლად არსებობს ერთი სამართლიანი გადაწყვეტილება, რისი გადაწყვეტაც მხოლოდ თქვენს კარიერულ გარანტიებთან არის დაკავშირებული.

ადამიანები თქვენს თვალწინ კვდებიან, მოშიმშილეთა რიცხოვნობა კი არ მცირდება, იზრდება, რითიც თქვენი გადარჩენის შანსები მცირდება.

გადაარჩინეთ საკუთარი მომავალი და მიეცით ამ ხალხს სიცოცხლის უფლება!
შიმშილობის 13 საათი კი არა, მეცამეტე დღეა, თქვე პირუტყვებო, მ ე ც ა მ ე ტ ე  დღე!” – წერს ხერხეულიძე “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან შიმშილობს.

მისი მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

დღეს ხოშტარია თირკმლის გაჩერების რისკიდან გამომდინარე, გადასხმებს დათანხმდა.

მისი თქმით, თავს გრძნობს კარგად და არის ძალიან შემართებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g