დღეს შინდისის გმირების დღეა. 17 წლის წინ, 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსებთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ დღესთან დაკავშირებით, დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს ოჯახის წევრებმა და საზოგადოებამ. მედიასთან კომენტარი გააკეთა გმირულად დაღუპული – ალექსანდრე ონიანს დამ, ელენე ონიანმა:
შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა
17 წლის წინ, 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსებთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ჩემი ძმა იყო ნამდვილი ქართველი კაცი და გმირულად დაიღუპა ამ ადგილას. ტყვედ ჩაბარებას და ბიჭების დატოვებას არჩია, რომ თავისი სიკვდილით დაესრულებინა ეს ყველაფერი.
გახსნა ხელყუმბარა, აიფეთქა თავი და გმირულად შეეწირა მის ქვეყანას, მეგობრებს და სამშობლოს. ჩემი ძმა ომობდა მისი ქვეყნისთვის და საქართველოს ერთიანობისთვის“. – აღნიშნა ალექსანდრე ონიანის დამ, ელენე ონიანმა.