LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შიოდა და ვუთხარი, თუ გაიპრანჭები, რესტორანში წაგიყვანთქო“ – რა ფოტოებს აქვეყნებს ბუდუ ზივზივაძის მეუღლე მალიორკადან

1852
budu zivzi

ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძის მეუღლე, რომელიც ქალიშვილ შაისთან და ბუდუსთან ერთად ესპენათში, მალიორკაზე ისვენებს, ინსტაგრამზე ახალ ფოტოებს აქვეყნებს.

ულამაზესი ოჯახი ამჯერად იახტკლუბში იმყოფებოდა, სადაც პატარა შაისთან ერთად ბევრი ფოტო გადაიღეს. როგორც ერთ-ერთ კომენტარში ნინი კვერნაძე წერს, უსაყვარლესი შაი ფოტოსესიისთვის რესტორნის ხათრით დაიყოლიეს.

„შიოდა და ვუთხარი, თუ გაიპრანჭები, რესტორანში წაგიყვანთქო“, – წერს ბუდუს ცოლი.

გამომწერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ულამაზესი პატარა გოგონა მამის ასლია.

„ბავშვი პატარა ბუდუა“, „კარგი დასვენება შაის და ბევრი კოცნები“, – უწერენ კომენტარებში.

ვიდეო: „აქაც მიცნეს რაა“ – რა რეაქცია ჰქონდა ბუდუს, როდესაც მალიორკაზე, ერთ-ერთ ბარში ის სიმღერა ჩართეს, რომელიც ფეხბურთელის ცეკვასთან ასოცირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g