LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შიში და პანიკა არ არის გამოსავალი, ეპიდემიის კონტროლი შესაძლებელია” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქართველი სპეციალისტი კორონავირუსზე

245
14

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქართველი სპეციალისტი ნინო ბერძული აცხადებს, რომ ორგანიზაცია ყოველდღიურად 24-საათიან რეჟიმში მთელი მსოფლიოდან იღებს უახლეს ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, “კოვიდ-19” არის ახალი ინფექცია, რომელიც ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. ქართველი სპეციალისტის თქმით, დღეის მდგომარეობით ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ჩინეთის შემდეგ 4 ქვეყანა ლიდერობს, მათ შორის გარდაცვლილთა და დაინფიცირებულთა რიცხვი ყველაზე მეტი იტალიის რესპუბლიკაშია დაფიქსირებული.

“ამ დროისათვის ახალი კორონავირუსის ქცევები ნაკლებად ცნობილია. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვიღებთ ახალ ინფორმაციებს და ვაკვირდებით ინფექციის განვითარების პროცესებს. ამ დროისათვის იტალიაში ჩინეთიდან ჩამოსულია ჯგუფი, რომლებიც კოლეგებს უზიარებენ გამოცდილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ ვირუსთან ბრძოლაში. ჩინეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევის მხოლოდ 20 ფაქტი დადგინდა, რაც მიუთითებს ინფექციის მნიშვნელოვნად კლებაზე. ასევე ნაკლები შემთხვევებია სამხრეთ კორეასა და სინგაპურში, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ეპიდემია დასტაბილურდება” – აცხადებს ნინო ბერძული “ტვ პირველთან” ინტერვიუში.

კორონავირუსი: რა უნდა ვიცოდეთ ვირუსის გავრცელების რისკებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მატარებლით ან თვითმფრინავით მგზავრობისას

ქართველი სპეციალისტი ამბობს, რომ შიში და პანიკა არ არის გამოსავალი. მისი განმარტებით, ეპიდემიის კონტროლი შესაძლებელია, საჭიროა შემთხვევის სწრაფი იდენტიფიცირება და კონტაქტების დადგენა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეპიდემიის კონტროლი შესაძლებელია, მხოლოდ ყველა შესაბამისი ელემენტების დაცვით. მსგავს ელემენტებს შორის დასახელებულია ადამიანების პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება პრევენციის მიზნით მაღალი ტემპერატურისას სითხეების მიღებას, ალკოჰოლური სასმელების და ჰაერის ტემპერატურის მომატებასთან ერთად ვირუსის გაქრობას, ნინო ბერძული აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაცია არის მხოლოდ მითები და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს. მისი განმარტებით, ახალ კორონავირუსზე მსოფლიო მხოლოდ  9 კვირის ინფორმაციას ფლობს და მსოფლიო ორგანიზაციამ მისი შემდგომი განვითარების შესახებ წინასწარ ჯერ არ იცის.

50 წლის მამაკაცი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდგინდა, ჯერ კიდევ ვირუსის მატარებელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები