LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წლის მამაკაცი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდგინდა, ჯერ კიდევ ვირუსის მატარებელია

358
13

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსი მოთავსებული 50 წლის მამაკაცი, რომელსაც პირველად დაუდგინდა ახალი კორონავირუსი, ისევ კლინიკაში რჩება. 14 დღის შემდეგ განმეორებითმა ტესტირებამ კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა. შესაბამისად, პაციენტი კვლავ ინფექციის მატარებელია.

ინფორმაციას ინფექციურ საავადმყოფოში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჯერ კიდევ ვირუსის გამავრცელებელია.

კლინიკაში განმარტავენ, რომ მამაკაცს ახალი ტესტი გუშინ, ინფექციის დადასტურებიდან 2 კვირიანი ინკუბაციის პერიოდის გასვლის შემდეგ ჩაუტარდა.

„ვირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რაც ნიშნავს, რომ ინფექცია სხეულში ჯერ კიდევ რჩება. შესაბამისად, პაციენტი ვერ ტოვებს კლინიკის ბოქსირებულ პალატას, რადგან ვირუსის გამავრცელებლად ითვლება“, – აცხადებენ კლინიკაში.

ორკვირიანი კარანტინი დასრულდა: პირველი პაციენტები საავადმყოფოს ტოვებენ

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. პირი, რომელსაც ვირუსული ინფექცია დაუდგინდა,  50 წლის მამაკაცია. ის საქართველოში ირანიდან შემოვიდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. რამდენიმე ადამიანის ლაბორატორიულ პასუხებს ლუგარის ცენტრიდან დღის ბოლოსთვის ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები